საზოგადოება
აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
აბასთუმანში, ე.წ. ბერიას ღელეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ დაშვებული არავინ არის. ხანძრის დროს, ტყის მასივის მცირე ნაწილი დაიწვა, დაახლოებით, 500 კვ.მ. 

სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. 

"წუხელივე ჩააქრეს, საშიშროება აღარ არის. ვერტმფრენით წყალი დაასხეს, რომ სიცხეებია და ნაპერწკალი არ გავრცელებულიყო. სავარაუდოდ, მეხი ჩამოვარდა და ხანძარი აქედან გაჩნდა"
, - გვითხრა გენადი ბოლქვაძემ, აბასთუმნის დეპუტატმა. 

კურორტზე, წიწვოვან ტყეში ხანძარი 18 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე გაჩნდა.
| Print |