საზოგადოება
ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო წვრთნები დაიწყება
საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) ემზადება. საქართველოსა და რეგიონისთვის სწავლების მნიშვნელობის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა სწავლების მასშტაბებსა და სიახლეებზე, ასევე პარტნიორობისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, რასაც მსგავსი სახის წვრთნები ემსახურება.
Agile Spirit 2021 სამხედრო სწავლება ,,ორფოლოს” პოლიგონზე ოფიციალურად 28 ივლისს გაიხსნება.

წვრთნები სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი მიზანი ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთანამშრომლობის დახვეწაა.

| Print |