საზოგადოება
აშშ-ს საელჩომ ახალციხეს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ჰუმანიტარული დახმარება ახალციხეს. საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და მათზე დროული რეაგირებისთვის, მუნიციპალიტეტს აშშ-ს ეროვნული გვარდიის ტექნიკა და ინვენტარი გადაეცა. ჰუმანიტარული დახმარება - ექვსი კარავი, ექვსი გენერატორი და ერთი ექსკავატორ-დამტვირთველი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გამოიფინა.

გადაცემის ცერემონიალს აშშ-ს საელჩოს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და თვითმმართველობის პირველი პირები ესწრებოდნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს ფლაერები დაურიგეს და ტერიტორიული რეზერვის და საკონტრაქტო სამსახურის დეტალები გააცნეს.


| Print |