საზოგადოება
ბორჯომში, კლდიდან ადამიანი გადმოვარდა

 

ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში, კლდიდან ადამიანი გადმოვარდა. ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა.

ადგილზე ყვებიან, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა კორპუსიდან დაინახა, როგორ გადმოვარდა ადამიანი კლდიდან - "არ იცის ქალი იყო თუ კაცი, რა ასაკის ან ვინ იყო, უბრალოდ დაინახა როგორ გადმოექანა და ჩავარდა".

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. მაშველებმა ხევში ცხედარი ორსაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

 

| Print |