საზოგადოება
ახალციხის რეფერალურ კლინიკაში 72 დოზა ფაიზერის ვაქცინა მიიღეს
კორონავირუსის საწინააღმდეგო ,,ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო სამცხე-ჯავახეთშიც. რეგიონში მოქმედი ამცრელი  დაწესებულებიდან  ,,ფაიზერით“ იმუნიზაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია შესაძლებელი, მომავალი კვირიდან კი ფაიზერის იმუნიზაციის  კაბინეტი დაემატება, რეგიონის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას.

24 ივლისს, მიღებული 360 დოზა ვაქცინა, სპეციალურ მაცივარში, ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ინახება.

სპეციალისტები თქმით, შექმნილია ყველა პირობა ცივი ჯაჭვის შენარჩუნებისა და ვაქცინაციის პროცესის ზედმიწევნით მაღალკვალიფიციურ დონეზე ჩასატარებლად.
პარალელურად  აცრის პროსცესი შეფერხებით გრძელდება ასტრაზენეკას, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებით.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სულ ახალციხეში 360 დოზა ფაიზერის ვაქცინა მიიღეს, აქედან 72 დოზა, ახალციხის რეფერალურმა კლინიკამ, რეგისტრირებულ მოქალაქეთა ასაცრელად, დილიდანვე გაიტანა.

ფაიზერით იმუნიზაციის პროცესს ახალციხეში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დაესწრო.


| Print |