საზოგადოება
გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - ამინდი 3 აგვისტომდე
30 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

,,3 აგვისტომდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება ახალციხეს, ჰაერი აქ 29 გრადუსამდე გათბება", - წერს სააგენტო.
| Print |