საზოგადოება
გარემოს დაცვის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება.

ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.

6 – 7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მათვე ცნობით, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.

რაც შეეხება ახალციხეს, უახლესი სამი დღის განმავლობაში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ტემპერატურა კი 32 გრადუსამდე აიწევს.
| Print |