საზოგადოება
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021, რომელსაც საქართველომ უკვე მეათედ უმასპინძლა, ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სწავლებაში მონაწიელობდა ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყანა, ჯამში 2500 ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. სწავლებაში გამოყენებული იყო, როგორც ქართული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორები, ისე ქართულ შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა.
ორფოლოში მრავალეროვნული სწავლების დახურვას, აშშს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი ესწრებიან.

დღესვე მესამე ქვეითი ბრიგადა, დაარსებიდან 29 წელს აღნიშნავს.

მე-3 ქვეითი ბრიგადა არის 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამართალმემკვიდრე, რომელიც 1992 წლის 6 აგვისტოს ქ. ახალციხეში ჩამოყალიბდა.

22-ე მოტომსროლელი ბრიგადის რეორგანიზაციისა და გადამზადების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 29 დეკემბრის №397 ბრძანებით, 22-ე ბრიგადის ბაზაზე ჩამოყალიბდა მე-3 ქვეითი ბრიგადა, რომელსაც დისლოკაციის ადგილად განესაზღვრა ქ. გორი, 2006 წლიდან დღემდე დისლოცირებულია ქ. ქუთაისში.
ბრიგადა თავისი არსებობის მანძილზე მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში კოსოვოში, ერაყის რესპუბლიკასა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.
| Print |