საზოგადოება
წინუბნის ტყეში ხანძარმა ორ ჰა-მდე ფართობი დააზიანა
ახალციხის სოფელ წინუბნის ტყეში გაჩენილ ხანძარს ორ ჰექტრამდე წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი ემსხვერპლა.

ადგილზე მოხდა სახანძრო სამაშველო ჯგუფების მობილიზება სამცხე ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან და ქვემო ქართლიდან. ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის ოპერატიულად ლოკალიზება.

მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ამუშავებდნენ მხრჩოლავ კერებს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 40-მდე მეხანძრე მაშველი იყო ჩართული.

| Print |