საზოგადოება
ნინოწმინდაში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდას შეადგენდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდის სოფელი სამება იყო.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 05:44 საათზე დაფიქსირდა. რამდენიმე წუთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან (05:51), რომელიც სიმძლავრეც 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.

რამდენიმე საათით ადრე კი, ასევე სოფელ სამებასთან, ორი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.7 და 4.1 მაგნიტუდა იყო.

სულ ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 მიწისძვრა დაფიქსირდა.
| Print |