საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში ღარიბი მოსახლეობის რიცხვი ერთ წელში 6 000-ით გაიზარდა
საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მხოლოდ ერთ თვეში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 66 609 ადამიანით გაიზარდა და 2021 წლის ივლისში 622 266 შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საარსებო შემწეობას 487 790 ადამიანი იღებდა. ზრდა 27,5%-ია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 5,910-ით გაიზარდა. თუ გასული წლის ივლისში დახმარებას იღებდა 12 539 ადამიანი, 2021 წლის ივლისში ამ ადამიანების რაოდენობა 18 449 გახდა.
| Print |