საზოგადოება
ძლიერი ქარი და წვიმა ასპინძაში
ძლიერი ქარი და წვიმა იყო ასპინძაში. სტიქიის შედეგად სოფელ ნიჯგორთან, ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღია ჩამოტანილი, ქარმა ხეებს ტოტები მოტეხა.

სტიქიის გამო, გზაზე მოძრაობა შეფერხდა. ასპინძის მერის თქმით, ადგილზე გასულია კეთილმოწყობის ჯგუფი და სამაშველო სამსახური.

"სოფელ ხიზაბავრიდან ტერასებამდე ასეთი სიტუაციაა. ზოგან დიდი ლოდები ყრია. ერთგან ძირიანად ითხრებიდა ხე, ცოტა აკლდა წაქცევას", - ამბობენ მგზავრები.


| Print |