საზოგადოება
ნიჯგორი კიდევ დაისეტყვა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიჯგორი სამ დღეში მეორედ დაისეტყვა. ძლიერმა ქარმა და ნალექმა 22 აგვისტოს სტიქიას გადარჩენილი მოსავალიც გაანადგურა.
ძლიერი წვიმა და სეტყვა, რომელსაც თან ქარიც დაემატა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. სოფელში დახმარებას ითხოვენ.

,,ჯერ იყო და 11 მაისის ყინვამ მოსპო ყველაფერი, მაგ დღეს რაც გადარჩა, კვირას მოსულმა სეტყვამ და ქარბორბალამ მთლიანად გაანადგურა. ერთი შინდი იყო დარჩენილი და დღეს ეგეც აღარ გვაქვს, რა გვსველება არ ვიცი.. მიწაში დარჩენილი ცოტა კარტოფილი-ღა დაგვრჩა და ეგ არის ჩვენი წლევანდელი მოსავალი" - ამბობენ ნიჯგორში.
ორი დღის წინ მოსულმა ძლიერმა ნალექმა სოფელ ნიჯგორთან, ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღია ჩამოიტანა, ქარმა ხეებს ტოტები მოტეხა და გზაზე ნიაღვარი მოდიოდა.
| Print |