საზოგადოება
საბარგო სადგურზე სახლის ფანჯარასთან გველი იპოვეს
ახალციხეში, ტაბიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა საცხოვრებელ სახლთან გველი შენიშნეს. ქვეწარმავალი ერთ-ერთი სახლის კედელთან ბავშვებმა შეამჩნიეს და უფროსებს დაუძახეს. საბარგო სადგურის დასახლებაში დაახლოებით, ერთმეტრიანი გველი მოკლეს. 

,,მდინარის პირას კი ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც საშიშია, ხან სად ნახავენ ბავშვები, ხან სად. გვეშინია, ბავშვების უსაფრთხოებაზე ვნერვიულობთ, შეიძლება ეს გველი არ იყო შხამიანი, მაგრამ ჩვენ ზუსტად ხომ არ ვიცით”, - ამბობენ ადგილობრივები. 

ტაბიძის ქუჩაზე მაცხოვრებლები ქვეწარმავლებს ხშირად ხვდებიან. ადგილობრივების თქმით, შემთხვევები ხშირია, რადგან მათი უბანი მდინარესთან ახლოს მდებარეობს.
| Print |