საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
27-30 აგვისტოს, სინოპტიკოსები, საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მატებას ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოში 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსია ნავარაუდევი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

უწყება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.

27 აგვისტოს უნალექო ამინდია ხალციხეშიც. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 29 გრადუსი დაფიქსირდება, საღამოს კი - 12.

მზიან ამინდსა და 31 გრადუსს ვარაუდობენ ბორჯომშიც. მზიანი ამინდი და 31 გრადუსია მოსალოდნელი ასპინძაში, 30 გრადუსს ელიან ადიგენში.

რაც შეეხება ჯავახეთს, სინოპტიკოსები აქაც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ - ახალქალაქში ღამით 12 და დღისით 26 გრადუსს, ხოლო ნინოწმინდაში ღამით 11-სა და დღისით 25 გრადუსს ვარაუდობენ.

უნალექო ამინდია რეგიონის კურორტებზეც - აბასთუმანში 26 გრადუსს, ბაკურიანში კი 22 გრადუსს ელიან.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო, მაგრამ ღრუბლიანი დღე იქნება, ჰაერი 36 გრადუსამდე გათბება.

27 აგვისტოდან ქვეყნის ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს და უნალექო ამინდები იქნება. 



| Print |