საზოგადოება
სოფელ სამებასთან ისევ მიწისძვრა მოხდა
3 სექტემბერს, თბილისის დროით, 14:29 წუთზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი სამებიდან 9 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

ბიძგის სიმძლავრე 3.8 მაგინიტუდა იყო, რომელიც მიწის ზედაპირიდან 7 კილომეტრში დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა საქართველო-სომხეთის საზღვართან, დაახლოებით 25 კმ-ში იყო.

ბოლო ერთ თვეში, სამცხე–ჯავახეთში ეს მიწისძვრის 22–ე შემთხვევაა.

| Print |