საზოგადოება
ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში, ერთ კვირაში 100 ათასი ლარი გათამაშდა
მიმდინარე კვირაში ვაქცინირებული პირებისათვის გამართულ ლატარიაში თანხა800-მა ადამიანმა მოიგო. 

საქართველოს ეროვნული ლატარიის ინფორმაციით, ჯამში, 100 ათასი ლარია მოგებული. მათივე თქმით, ეტაპობრივად მიმდინარეობს თანხის განაღდება.

ვაქცინაციის სტიმულირების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ვაქცინირებული პირებისთვის ლატარია - „აიცერი და მოიგე“ დაიწყო.

ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ერთჯერადად აცრილ მოქალაქეს, როგორც 2021 წლის 1-ელ სექტემბრამდე ვაქცინირებულებს, ასევე 2021 წლის 13 სექტემბრის შემდეგ.

| Print |