საზოგადოება
უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება
22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ახალციხეს, უახლოესი სამი დღის პროგნოზი ასეთია:

22 სექტემბერს, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ჰაერის ტემპერატურა ღამით +7, დღისით +16;

23 სექტემბერს, ასევე წვიმაა ნავარაუდევი, ღამით + და დღისით +19;

24 სექტემბერს, ძლიერი წვიმა ელჭექით, ღამით +2, ხოლო დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი.
| Print |
თეგები: ამინდი / ნალექი /