საზოგადოება
ახალციხეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას დროებით ვერ შეძლებთ
ხუთი დღით, მომსახურების სააგენტოს ახალციხის სამსახურში, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება იზღუდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საგამოცდო მოედნის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული განახლებაა. პრაქტიკულ გამოცდას ვერ ჩააბარებთ 23, 24, 25, 27 და 28 სექტემბერს. 

"ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, ვისაც აღნიშნულ თარიღებში ახალციხის სამსახურში უკვე დაჯავშნილი აქვს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სააგენტოს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ. ასევე, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი იქნება ახალქალაქში 23, 24 და 25 სექტემბერს.

საგამოცდო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 29 სექტემბრიდან, ახალციხის სამსახურში მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით, განახლებულ საგამოცდო მოედანზე ჩააბარებენ",
- წერია განცხადებაში. 
| Print |