საზოგადოება
როდის გამოიდარებს საქართველოში
24 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. 25-26 სექტემბერს ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს და დროგამოშვებით იწვიმებს. 27 სექტემბერს გამოიდარებს და +20, +25 გრადუსამდე დათბება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 24 სექტემბერს ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15, +17, ხოლო 25-27 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს და +21, +23 გრადუსამდე დათბება.

რაც შეეხება ახალციხეს, უახლოესი სამი დღის პროგნოზი ასეთია:

25 სექტემბერს, მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, დღისით +15 გრადუსამდე გათბება;

26 სექტემბერს, ასევე მცირე ნალექია ნავარაუდევი, ღამით +2 და დღისით +15;

27 სექტემბერს, კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ღამით +4, ხოლო დღისით +18 გრადუსს ვარაუდობენ.
| Print |