საზოგადოება
როგორ ხედავენ უმცირესობების ინტეგრაციის პრობლემას სამცხე-ჯავახეთში - კვლევის შედეგები
ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “დემოკრატ მესხთა კავშირმა“ სამცხე-ჯავახეთში ჩატარებული კვლევის შედეგები რეგიონის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. კვლევაში ეთნიკურად სომეხი და ქართველი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. მისი მიზანი იყო გაერკვიათ, როგორ ხედავენ ეთნიკურად სომეხი და ქართველი მოქალაქეები უმცირესობების ინტეგრაციის პრობლემას და ამ სფეროში გატარებულ სახელმწიფო პოლიტიკას.

კვლევამ აჩვენა, რომ პრობლემებს შორისაა სახელმწიფო ენის არცოდნა, ქართულის სწავლების ხარისხი და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უმცირესობების ჩართულობა. შეხვედრაზე იმსჯელეს კვლევის დროს გამოკვეთილ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე, ასევე ხელისუფლებას რეკომენდაციებიც შესთავაზეს.


| Print |