საზოგადოება
ასპინძაში შოთაობა სიმბოლურად აღნიშნეს
22 ოქტომბერს ასპინძაში სახალხო დღესასწაული შოთაობა აღნიშნეს. პანდემიის გამო, ღონისძიება მასშტაბური არ იყო და ის სიმბოლურად აღინიშნა.

ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ რუსთავში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. კულტურის ცენტში კი სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანების   შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი გაიმართა.    

ღონისძიებას ესწრებოდა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილოვრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ასპინძის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ ხუთი ახალდაქორწინებული წყვილი  ,,ვეფხისტყაოსანით’’ დაასაჩუქრა.          

"შოთაობა" ასპინძის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად აღინიშნება.

| Print |