საზოგადოება
ბორჯომის პლატოზე კავკასიური ფიჭვები დარგეს
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, საშემოდგომო სამუშაოებზე, პლატოს ტერიტორიას 3 000 კავკასიური ფიჭვის ნერგი შეემატა.

გამწვანების აქცია ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით გაიმართა. ერთობლივი პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე მეხუთე წელია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 4,5 ჰექტრამდე ფართობზე, 23 000-მდე ნერგია დარგული. პროექტი ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც ითვალისწინებს.

კამპანიის მიზანი ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა.
| Print |