საზოგადოება
სამი თვის მათე ტაბატაძის მხარდასაჭერად
სამი თვის მათე ტაბატაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ღვიძლის პრობლემის გამო, ჩვილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, თუმცა ძვირადღირებული გამოკვლევები თურქეთში უნდა ჩატარდეს. ამისთვის საჭიროა 10 260 დოლარი.

ოჯახს ამ თანხის მოგროვების საშუალება არ აქვს და დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის გადარიცხვა ანგარიშის ნომრებზე:

TBC: GE96TB7722645064300012 მიმღები ლევან ტაბატაძე

საქართველოს ბანკი: GE02BG0000000100858270 მიმღები თამარ დარბაიძე.

| Print |