საზოგადოება
ახალციხიდან მგზავრობა 3-5 ლარით გაძვირდება
ახალციხიდან თბილისის და საქართველოს დიდი ქალაქების მიმართულებით მგზავრობის ღირებულება იზრდება. მიზეზი საწვავის მომატებული ფასებია.

კომპანიის დირექტორის თქმით, დედაქალაქის მიმართულებით ბილეთის ფასი სამი ლარით მოიმატებს და სავარაუდოდ, 15 ლარი გახდება. ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ თბილისის გარდა, გაძვირდება საქართველოს დიდი ქალაქების მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები. შპს „ტრანსელიტას“ ხელმძღვანელის თქმით, გაძვირებულ ხარჯებს რამდენიმე დღეში დაითვლიან და ამის შემდეგ დაზუსტდება, რამდენით მოიმატებს მგზავრობა.

წინასწარი მონაცემებით, ზრდა 3-5 ლარის ფარგლებში იმერყეებს. ამ ეტაპზე, მგზავრობის ფასის ზრდა მხოლოდ საქალაქთაშორისო მარშრუტებზე იგეგმება, სოფლების მიმართულებით მოძრავი მგზავრობის ფასი უცვლელი რჩება.

| Print |