საზოგადოება
ადიგენის მთავარი პრობლემა სარწყავი წყალი და შიდა გზებია - გოჩა ქიმაძე
ადიგენის ახალარჩეული მერი ამბობს, რომ თვითმმართველობამ მომავალი წლის პროექტებზე მუშაობა დაიწყო. გოჩა ქიმაძის თქმით, მუნიციპალიტეტის მთავარი პრობლემა სარწყავი წყლის სისტემებია.

გარდა ამისა, ახალარჩეულ ადგილობრივ მთავრობას სოფლების შიდა გზების მოწესრიგებაზე მუშაობაც მოუწევს.

პრიორიტეტად მომავალ წელსაც რჩება სოციალური პროგრამები, რადგან მუნიციპალიტეტში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, მოქალაქეებს კი დახმარების გარეშე ცხოვრება უჭირთ.

| Print |