საზოგადოება
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შეძენილ იმუნოდეფიციტთან – აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.

თარიღი მსოფლიო საზოგადოების აივ–ინფექციის გავრცელებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით დადგინდა, რამაც გლობალური პანდემიის მასშტაბები მიიღო და მსოფლიოს ყველა რეგიონი მოიცვა.

საქართველოში 2021 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია:

აივ-ით ინფიცირების 9 124 შემთხვევა, მათგან 6 820 - მამაკაცია, ხოლო 2 304 - ქალი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

შიდსი განუვითარდა 4 441 პაციენტს, გარდაიცვალა 1 894 .

2021 წელს გამოვლინდა 492 ახალი შემთხვევა. მკურნალობის კურსს გადის 5 709 პაციენტი.

მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში აივ ინფექციის 125 შემთხვევა დადასტურდა.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო სიმბოლოა „წითელი ბაფთა“. ეს ემბლემა 1991 წლის აპრილში ამერიკელმა მხატვარმა ფრანკ მურმა შექმნა, რომელიც შიდსით იყო დაავადებული და 2002 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

| Print |