საზოგადოება
ვარხანის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს
ადიგენის სოფელ ვარხანის მოსახლეობა ცენტრალურ გზაზე შეიკრიბა. ადგილობრივები აბასთუმანი-საირმეს დამაკავშირებელი გზის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი თქმით, დღის განმავლობაში ათობით სატვირთო ავტომობილი გადაადგილდება, რის გამოც მათი სახლები დაიბზარა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მათი პრობლემით არავინ დაინტერესებულა.

მოსახლეობა ითხოვს, რომ ექსპერტებმა შეისწავლონ ავარიული სახლების მდგომარეობა და კომპენსაცია გადაუხადონ.

აბასთუმანში მიმდინარე მშენებლობების გამო, დაზიანებულია აბასთუმანი-ახალციხის დამაკავშირებელი გზა.
| Print |