საზოგადოება
სახლები თავზე გვენგრევა - ვარხნის მოსახლეობა
ადიგენის სოფელ ვარხანის მოსახლეობა ამბობს, რომ საცხოვრებელი სახლები ენგრევათ. მიზეზი მძიმეწონიანი მანქანებია, რომლებიც აბასთუმნის შემოვლით გზაზე მუშაობენ და სოფელში მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებიან.

ადგილობრივები გზის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მათი პრობლემით არავინ დაინტერესებულა.

მოსახლეობა ითხოვს, რომ ექსპერტებმა შეისწავლონ ავარიული სახლების მდგომარეობა და კომპენსაცია გადაუხადონ.

აბასთუმანში მიმდინარე მშენებლობების გამო, დაზიანებულია აბასთუმანი-ახალციხის დამაკავშირებელი გზაც.

| Print |