საზოგადოება
ვარხნის დაზარალებულ მოსახლეობას მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი და მერი შეხვდა
ადიგენის სოფელ ვარხნის მოსახლეობას, რომლებიც მათ სოფელში მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მოძრაობას აპროტესტებენ, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანიის „ჯეო გრუპის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. მერიის შენობაში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ადგილობრივების მთავარ პრობლემაზე იმსჯელეს. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მათი საცხოვრებელი სახლები თანდათან იბზარება. ამის გამო, მოქალაქეები მშენებელი კომპანიისგან კომპენსაციას ითხოვენ.

კომპანია „ჯეო გრუპი“ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. მისი წარმომადგენელი ამბობს, რომ გზის გაყვანის სამუშოებს ხელისუფლების დავალებით, კანონის დაცვით ახორციელებს, ამიტომ შექმნილი ვითარების განმუხტვის ვალდებულება აქვს მთავრობას და არა კონტრაქტორ კომპანიას.

ამის გამო, ადიგენის მერი აპირებს, რომ საკითხზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად იმსჯელოს.

სამ დეკემბერს ვარხნის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა.

| Print |