საზოგადოება
შშმ პირებისთვის ახალციხეში ღონისძიება გაიმართა
ახალციხის სასპორტო სკოლის დარბაზში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მუსიკალური, და საცეკვაო ნომრების გარდა, მოეწყო მხიარული სტარტები, სადაც კავშირ „თანადგომა შვილებს“ ბენეფიციარები და ახალციხის #7 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მიზანი შშმ პირების მხარდაჭერა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირებაა.

შეხვედრის ორგანიზატორი შშმ პირთა მშობლების მიერ დაარსებული კავშირი „თანადგომა შვილებს“ და ახალციხის მერია იყო. ღონისძიების ბოლოს შშმ პირებს საჩუქრები გადასცეს.

| Print |