საზოგადოება
ორი წლის დემეტრეს ღვიძლის გადანერგვისთვის 20 ათასი დოლარი აკლდება
ორი წლის დემეტრე დიასამიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვს ერთი კვირის წინ ჩაუტარდა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, პაციენტი მკურნალობის კურსს თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში გადის. ოჯახმა ოპერაციისთვის გაყიდა ყველაფერი - სახლი, ავტომობილი, საოჯახო ნივთები, თუმცა ოპერაციის თანხა სრულად ვერ შეაგროვეს. კლინიკისთვის კიდევ 20 000 დოლარი აქვთ გადასახდელი. ეს თანხაა საჭირო, რომ ბავშვი საქართველოში დაბრუნდეს და რეაბილიტაციის პერიოდი სამშობლოში გაიაროს.

დემეტრე დიასამიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსის დადასტურების შემდეგ გართულდა. ღვიძლის უკმარისობის გამო, თბილისში, ციციშვილის კლინიკაში მისი დახმარება ვერ შეძლეს. საჭირო გახდა ბავშვის გადაყვანა თურქეთში.

ვისაც დემეტრეს დახმარება სურს, ანგარიშის ნომრები:

GE25LB0711105686821540 მიმღები თამარ გელაშვილი;

საქართველოს ბანკი - GE58BG0000000345949102 მიმღები იური დიასამიძე.

| Print |