საზოგადოება
ნინოწმინდაში, მცირე ზომის პანსიონების მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება
ნინოწმინდაში, მცირე ზომის პანსიონის მშენებლობა, სადაც ბენეფიციარები უნდა განთავსდნენ, გაზაფხულიდან დაიწყება. მშენებლობასთან დაკავშირებით ნინოწმინდის პანსიონში ოფიციალური კომენტარი არ კეთდება, თუმცა წარმომადგენლები პირად საუბარში ამბობენ, რომ მიზეზი, რატომაც არ იწყებენ მშენებლობას, მძიმე კლიმატური პირობებია.

სამი ახალი შენობის მშენებლობას ნინოწმინდაში სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება. პროოექტის მიხედვით, თითოეულ შენობაში ხუთი ბავშვი განთავსდება. მშენებლობის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გამოიყოფა.

სახალხო დამცველის მოადგილის, ეკა სხილაძის განცხადებით, მათი ბოლო ვიზიტი ნინოწმინდაში 22 ნოემბერს იყო. მისივე განმარტებით, პანსიონში ამ დრომდე 15 ბავშვი რჩება.
| Print |