საზოგადოება
ახალციხის მერია საახალწლო აქსესუარებს არ იყიდის და ქალაქს ძველით მორთავს
ახალციხის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. ქალაქში რთავენ ცენტრალურ ქუჩებს, დაიწყო ცენტრალური ნაძვის ხის დადგმა.

წელს პირველი წელია, როცა თვითმმართველობამ საახალწლო აქსესუარების შესაძენად ტენდერი არ გამოაცხადა. მუნიციპალიტეტი მოირთვება იმ განათებებით, რომელიც მერიამ გასულ წლებში შეიძინა.

მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ქალაქსა და სოფლებში წინასაახალწლო ღონისძიებები გაიმართება. პროგრამა მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

ახალი დეკორაციების შესყიდვისთვის ტენდერი არ გამოუცხადებია ბორჯომისა და ნინოწმინდის მერიას. რაც შეეხება ახალქალაქის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს - თვითმმართველობა აქ ახალ აქსესუარებს ყიდულობს.
| Print |