საზოგადოება
ჩიფსები შეჭირვებულებს - "ფრიქსის" სოციალური კამპანია ახალციხეში
კომპანია „ფრიქსის“ საახალწლო საჩუქარი შეჭირვებულ მოქალაქეებს.

ქართული ჩიფსის მწარმოებელმა კომპანიამ ახალციხის მერიას 12 000 ცალი ჩიფსი გადასცა, რომელსაც თვითმმართველობა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, დევნილებსა და უფასო სასადილოს ბენეფიციარებს გადასცემს.

პროდუქცია მერიის შენობაში დაასაწყობეს, ადრესატებს კი თვითმმართველობის მიერ შეძენილ სასურსათო პაკეტთან ერთად დაურიგებენ.

კომპანია ჩიფსებს სამცხე-ჯავახეთში მოყვანილი კარტოფილით ამზადებს, სწორედ ამიტომ, „ფრიქსის“ გადაწყვეტილებით, ამჯერად სოციალური დახმარება ამ რეგიონში გამოიგზავნა.


| Print |