საზოგადოება
ახალციხის მთავარი ნაძვის ხე აინთო
ახალციხის ცენტრალურ პარკში მთავარი ნაძვის ხე დღეს, 25 დეკემბერს აინთო. საახალწლო პროგრამაც დღეიდან დაიწყო.

პარკში მოეწყო საახალწლო სოფელი, სადაც საახალწლო-საშობაო თემაზე შექმნილი ნახატების, რეწვის ოსტატების ნამუშევრების, სუვენირების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გაიმართა კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით - მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ოთო ნემსაძე, ნინო ძოწენიძე, მარიტა როხვაძე, ნათია დუმბაძე, დათო არჩვაძე და კვარტეტი „ჰანგები“.

პატარებმა იხილეს ზღაპრის გმირების საახალწლო წარმოდგენა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე წარმოდგენილი იყო „საახალწლო სოფელი“, სადაც მსურველებს საახალწლო-საშობაო თემაზე შექმნილი ნახატების, აქსესუარების, სუვენირების, ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების დათვალიერებისა და შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ. მოეწყო, ტრადიციული კერძების დეგუსტაცია-გაყიდვაც.

გარდა ამისა, მოხალისე ახალგაზრდების ინიციატივით საქველმოქმედო აქცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა ჩაი, ყავა და თავიანთი მომზადებული ტკბილეული გაყიდეს, შემოსულ თანხას კი საახალწლოდ შეჭირვებულ ოჯახებს მოახმარენ. 

ღონისძიებები დაგეგმილია 27, 28 დეკემბერს და შვიდ იანვარს.

27 დეკემბერი

15:00 – 16:30 მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ - სპექტაკლს უფასოდ დაესწრებიან სოციალურად დაუცველი და შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები.

28 დეკემბერი - ახალციხის ცენტრალური პარკი

15:00 – 16:00- თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მზიანი საქართველო“;
16:00 – 17:30-კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
| Print |