საზოგადოება
ფარავნის უღელტეხილზე ტრაილერების მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა
ფარავნის უღელტეხილზე ამინდის გაუმჯობესების გამო, ტრაილერებისთვის მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა და ნაცვლად 10:00- 18:00 საათებისა, ტრაილერების მოძრაობა 08:00-20:00 პერიოდშია თავისუფალი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობაც თავისუფალია.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ95-კმ104 (ფარავნის უღელტეხილი), ამინდის გაუმჯობესების გამო, ტრაილერების მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა. ნაცვლად 10:00- 18:00 საათებისა, ტრაილერების მოძრაობა თავისუფალია 08:00-20:00 პერიოდში.

ამასთან, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“
, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

| Print |