საზოგადოება
როდიდან განახლდება მოწმობის გამოცდის ჩაბარება?
მოქალაქეებს, რომლებიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე 1-9 იანვრის პერიოდში არიან რეგისტრირებულები, გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა არ ექნებათ.

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული უქმე დღეების გამო მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდები არ ჩატარდება. ყველა იმ პირს, ვისაც გამოცდის ჩაბარება 1-9 იანვრის პერიოდში უწევდა, ეს ვადა გაუხანგრძლივდება და გამოცდაზე გასვლის უფლება 10 იანვრიდან მიეცემა.

რაც შეეხება 31 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 16:00 საათამდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ უქმე დღეების გამოცხადების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მობილობის შემცირების მიზნით 22 დეკემბერს მიიღო. ანალოგიური რეკომენდაციით მიმართა საბჭომ კერძო დაწესებულებებსაც.
| Print |