საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროექტი იწყება
სამცხე-ჯავახეთში, ასოციაცია „ტოლერანტი“ ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროექტის განხორციელებას იწყებს. მისი პრეზენტაცია ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. ის მოიცავს როგორც არასრულწლოვანებს, ისე ზრდასრულებს.

პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ყოფილი პატიმრების სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვა, საზოგადოების ნდობის ამაღლების ხელშეწყობა. ასევე იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური მომსახურება.

პროექტს იუსტიციის სამინისტრო აფინანსებს. მსგავსი პროექტი „ტოლერანტმა“ 2011-2013 წლებშიც განახორციელა.

| Print |