საზოგადოება
ადიგენში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გვიან ღამით მოსული თოვლის გამო, ადიგენიდან მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაიკეტა და მიმოსვლის პრობლემა შეიქმნა.

შპს "ჯავახავტოგზაში" , რომელიც ადიგენში გზის გამწმენდი სამუშაოების შესრულებაზეა პასუხისმგებელი, აცხადებენ რომ კომპანია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და მიმოსვლა აღდგენილია.

,,უხვი ნალექი მოგვივიდა, ზოგიერთ ადგილზე თოვლის საფარის დონემ ერთ მეტრს გადააჭარბა. ტექნიკა მთელი ღამე მუშაობდა. ყველა სოფელთან გვაქვს კომუნიკაცია. ამ დროისათვის კომპანია მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელ გზებს ასუფთავებს" - აცხადებს ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე.

| Print |