საზოგადოება
რომელი მიმართულებებით არის გაუარესებული საქართველოს მაჩვენებლები - Freedom House
სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია Freedom House ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშს აქ­ვეყ­ნებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა. საქართველოს, Freedom House გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს. გასულ წელს 100-დან 38 ქულა ჰქონდა, წელს კი ამ მაჩვენებელმა 2 ქულით დაიკლო და ახლა 36-ს შეადგენს.

დემოკრატიის პროცენტი 36.31 (უმაღლესი ქულა 100).
დემოკრატიის ქულა 3.18 (უმაღლესი ქულა 7).

გაუარესებულია დამოუკიდებელი მედიის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ქულა 3.75-დან 3.50-მდე დაეცა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დემოკრატიის გაუმჯობესება შეინიშნებოდა 2012-2013 წლებში თუმცა ბოლო წლები საქართველოსთვის უკუსვლის წლები იყო. ასევე ანგარიშში აღნიშნულია ოლიგარქიული გავლენა მნიშვნელოვნად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ასევე მედია გარემოზე. სამოქალაქო თავისუფლებები კი არათანმიმდევრულად არის დაცული.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მთავრობა ინტერნეტ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ახერხებს, თუმცა, 2021 წელს, ინტერნეტის თავისუფლების მხრივ ქვეყნის მაჩვენებელი ერთი ქულით არის გაუმჯობესებული (100-დან 77).

საქართველოს ქულა გაუარესებულია გლობალური თავისუფლების კუთხითაც. საქართველოს მაჩვენებელი 61-დან 60 ქულაზე დავიდა. ორგანიზაციის კრიტერიუმებით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა.
| Print |