საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში წყალმომარაგების კომპანიას ახალი დირექტორი ჰყავს
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალი უფროსი ჰყავს. პოზიციაზე, რომელიც 22 დეკემბრიდან ვაკანტური იყო, ზურაბ ჩადუნელი დაინიშნა. ის მოვალეობის შესრულებას რამდენიმე დღის წინ შეუდგა.

კომპანიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ახალი ხელმძღვანელი რეგიონს ეცნობა, გამოსაცდელი ვადით არის დანიშნული, ამიტომ სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე ჯერ ვერ ისაუბრებს.

ზურაბ ჩადუნელის წინამორბედი გიორგი გრიგოლაშვილი პოსტზე 2020 წლის 22 ივნისს დაინიშნა. წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ, მან „წყალმომარაგების კომპანიის“ რეგიონული მენეჯერის თანამდებობა დატოვა.

| Print |