საზოგადოება
როდის გაიხსნება ბაკურიანში სათხილამურო სეზონი?
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ბაკურიანში სათხილამურო სეზონი 15 იანვარს იხსნება. უწყების ინფორმაციით, შაბათს, 15 იანვარს ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ისრიალონ დიდველისა და კოხტას სათხილამურო არეალებში.

„თოვლმა და ტემპერატურამ საშუალება მოგვცა, გვეწარმოებინა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები
ბაკურიანში სასრიალო სეზონის გასახსნელად. ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის ყველა სამსახური მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს“
, – ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საქართველოს სამთო კურორტებზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახური და სამთო პატრული უზრუნველყოფს.
| Print |