საზოგადოება
ადიგენში მაღალმთიან სოფლებთან მისასვლელ გზებს წმენდენ
გვიან ღამით მოსული თოვლის გამო, ადიგენიდან მაღალმთიან სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაიკეტა და მიმოსვლის პრობლემა შეიქმნა.

ადიგენის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი აცხადებს, რომ ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და სოფლების ძირითად ნაწილთან მიმოსვლა აღდგენილია.

დიდთოვლობის გამო შექმნილ პრობლემებეზე განცხადებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია" - ნათქვამია განცხადებაში.


| Print |