საზოგადოება
სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთში გაიზარდა
ერთ წელიწადში, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა საქართველოს ყველა რეგიონში გაიზარდა. მათ შორის, ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში.

სამცხე-ჯავახეთში გასული წლის დეკემბერში, სოციალურად დაუცველი 19 393 ადამიანი იყო რეგისტრირებული, 2020 წლის დეკემბერში კი - 13 613 . ზრდამ 42,4% შეადგინა.

ქვემო ქართლი - 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 77 681 ადამიანით განისაზღვრა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 60 496 -ით. ზრდა 28,4%.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 2021 წლის დეკემბერში სოციალური დახმარების მიმღები 70 617 ადამიანი იყო, 2020 წლის დეკემბერში - 52 045. ანუ, გაიზარდა 35,7%-ით.

ქვეყნის მასშტაბით, ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 524 598 ადამიანი იყო.
| Print |