საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საკუთარ ეპარქიაში გადაყვანას სთავაზობს
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი საქართველოს მთავრობას მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკუთარ ეპარქიაში გადაყვანას სთავაზობს. მისი აზრით, ამ შემთხვევაში ბევრი პრობლემა მოიხსნება. 

"მინდა ხელისუფლებას მივმართო. მე მაგალითად პირადადაც კი თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში რაღაცა სივრცე შემიძლია გამოვყო, რომელსაც ხელისუფლება გააკონტროლებს. მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაცვაც და ყველაფერი... რატომ უნდა გადაიყვანონ უკრაინაში, მოიხადოს აქ... მე ვთავაზობ საქართველოს ხელისუფლებას, ყველანაირად ვითანამშრომლებდი მათთან იმაზე რომ ყველა პირობა რაც წესი და რიგია იყოს დაცული“
, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა "ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.

მიტროპოლიტი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ ინიციატივას დათანხმდება.
| Print |