საზოგადოება
ყავა შეიძლება ყოველდღიური, იაფი სასმელი აღარ იყოს- კვლევა
კლიმატის ზომიერი ცვლილების სცენარის მიხედვით, მსოფლიომ შეიძლება დაკარგოს საუკეთესო ყავის მწარმოებელი მიწების ნახევარი. ბრაზილიაში, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყავის უმსხვილესი მწარმოებელია, ყავის მოყვანისთვის შესაფერისი მიწების რაოდენობა შეიძლება 79 პროცენტით შემცირდეს.

შვეიცარიაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა შეაფასეს კლიმატის ცვლილების პოტენციური გავლენები ყავაზე, აკაჟუსა და ავოკადოზე. სამივე მათგანი მნიშვნელოვანი გლობალური ვაჭრობის კულტურაა, რომლებსაც ძირითადად მცირე ფერმერები აწარმოებენ ტროპიკებში.

ახალი კვლევის მთავარი მესიჯი კი ის არის, რომ მოსალოდნელი კლიმატური ცვლილებები სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ მცენარეების ზრდისთვის ხელსაყრელი მიწების რაოდენობას იმ მთავარ რეგიონებში, სადაც დღეს ისინი მოჰყავთ. ეს კი თავის მხრივ იმოქმედებს თავად ფერმერებზე და მომხმარებლებზე მთელ მსოფლიოში.

აქედან გამომდინარე, ყავა შეიძლება ყოველდღიური, იაფი სასმელი აღარ იყოს და ძვირი სიამოვნება გახდეს, რომელსაც მხოლოდ გამორჩეულ შემთხვევებში დავლევთ, დაახლოებით ისე როგორც კარგ ღვინოს.
| Print |