საზოგადოება
თბილისში გაზით ინტოქსიკაციით ოჯახის ხუთი წევრი დაიღუპა
გლდანში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, ერთ-ერთ ბინაში ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი ბავშვია. 

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები - დედ-მამა და მათი სამი შვილია. ადგილობრივების თქმით, ოჯახი ბინაში რამდენიმე დღის გადასული იყო და ქირით ცხოვრობდა. მეზობლებმა თქვეს, რომ ბინაში ცხედრები ნათესავმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მათთან სტუმრად მივიდა.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის განცხადებით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოჯახი გაზის ღუმელით, ე.წ. დუხუვკით თბებოდა და ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
| Print |