საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი მოქალაქეებს სამცხე-ჯავახეთში მოემსახურება
1-3 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მოძრავი სერვისცენტრით სარგებლობა მოქალაქეებს 1-ელ თებერვალს ადიგენში, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის ქუჩის დასაწყისში, 10:00-დან 17:00 საათამდე შეეძლებათ.

2 თებერვალს RS CAR-ი ასპინძაში ჩავა და მოსახლეობას მომსახურებას მეფე თამარის ქუჩის დასაწყისში, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, 10:00-17:00 საათებში გაუწევს.

3 თებერვალს მოძრავი სერვისცენტრი მოქალაქეებს ნინოწმინდაში, პუშკინის ქუჩაზე, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურება.

RS CAR (მიკროავტობუსი) იმ რეგიონებს ემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. იგი აღჭურვილია სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
| Print |