საზოგადოება
საქართველოში მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა
საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საბჭოში მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება, თუმცა აღრიცხვიანობის სისტემა რჩება და ვისაც ეს საბუთი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროება, ამ მექანიზმით სარგებლობას შეძლებს“, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
| Print |